18:58 | 2021-05-19 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„жизнь ворам“ – კადრებში, რომელიც განათლების სამინისტრომ გაავრცელა, გაიპარა წარწერა კლასის დაფაზე

„жизнь ворам“ – კადრებში, რომელიც განათლების სამინისტრომ გაავრცელა, გაიპარა წარწერა კლასის დაფაზე

განათლების სამინისტროს მიერ გადაღებულ კადრებში, რომელშიც მანდატურის სამსახურის უფროსის 51-ე სკოლაში ვიზიტია აღბეჭდილი და რომელიც უწყებამ საგანგებოდ გაავრცელა, ჩანს რუსული წარწერა -„жизнь ворам“ – „სიცოცხლე ქურდებს”. ზუსტად იმ კადრში, რომელშიც ქვეყნის მთავარი მანდატური მასწავლებელს ესალმება, მათ გვერდით, დაფაზე ჩანს დიდი ასოებით ცარცით შესრულებული ეს წარწერა.

 

 

ვაქცინაციის მსურველებს ტაქსი უფასოდ მოემსახურებათ - ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება
2021-05-19ვაქცინაციის მსურველებს ტაქსი უფასოდ მოემსახურებათ - ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება

 

განათლების სამინისტრო პრესრელიზში წერს, რომ გელა გელაძე ძველი თბილისის რაიონის საჯარო სკოლებს ეწვია და ადგილზე ეცნობოდა იმ ღონისძიებებს, რომლებიც უსაფრთხო სასწავლო გარემოს შესაქმნელად ტარდება.

 

ინციდენტზე კომენტარი უწყებას აღარ გაუკეთებია.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X