
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ოთხს პნევმონია აქვს, ხოლო დანარჩენებთან დაავადება მსუბუქად ვითარდება.
მისვე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 41 ადამიანი წევს.
„გუშინ ორ ეტაპად ჩატარდა 29 პაციენტის გამოკვლევა, 28-სთან მივიღეთ უარყოფითი პასუხი, მხოლოდ ერთის მივიღეთ დადებითი. დღეს დილისთვის ექვსი პაციენტის ტესტირება არის ჩასატარებელი. ეს ერთი პაციენტი დაემატა 14-ს და გახდა 15. მოგვიანებით შემოყვანილია იყო დადასტურებული ხუთი შემთხვევა, ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 20 დადასტურებული შემთხვევა. მათზე გვაქვს ოთხი წყარო. ერთ არის ირანის ისტორია და გვყავს ორი პაციენტი. მეორე პაციენტი არის იტალია და გვაყვდა ერთი პაციენტი, რომლესაც შემოემატა ხუთი პაციენტი და ამ წყაროდან გახდა ექვსი პაციენტი,“ – აცხადებს ეზუგბაია.






















