
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის შტატში კარანტინი არ გამოაცხადა, – ამის შესახებ BBC-ი წერს.
როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, კარანტინის გამოცხადება „აუცილებელი არ იქნება“. ამის ნაცვლად აღნიშნულ შტატებში დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ მოგზაურობისგან თავის შეკავების მკაცრი რეკომენდაცია გაიცემა.
On the recommendation of the White House CoronaVirus Task Force, and upon consultation with the Governor’s of New York, New Jersey and Connecticut, I have asked the @CDCgov to issue a strong Travel Advisory, to be administered by the Governors, in consultation with the….
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) March 29, 2020
ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკში კორონავირუსის 52 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.
- 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 90-მდე გაიზარდა.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს






















