09:32 | 2020-03-15 ავტორი: თათია ცუკოშვილი

 ტრამპს კორონავირუსი არ დაუდგინდა

 ტრამპს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, კორონავირუსი არ დაუდგინდა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

 

როგორც პრეზიდენტის პირადი ექიმი, შონ კონლი აცხადებს, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი შაბათს მიიღეს და ის უარყოფითია.

 

თეთრი სახლის ინფორმაციით, პასუხის მოსვლამდე ყველას, ვისაც ტრამპთან ჰქონდა კონტაქტი, რეგულარულად ტემპერატურა უმოწმებენ.

 

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ტესტი მას შემდეგ ჩაიტარა, რაც ბრაზილიის დელეგაციის ერთ-ერთ წევრს, რომელსაც მან გასულ კვირას უმასპინძლა, ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა.

 

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 2951 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 12 ადამიანი განიკურნა, 57 კი გარდაიცვალა.

 

კორონავირუსის რისკჯგუფში ტრამპიც მოხვდა - ცნობილი ადამიანები, ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა, ან კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან
2020-03-13კორონავირუსის რისკჯგუფში ტრამპიც მოხვდა - ცნობილი ადამიანები, ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა, ან კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან
ავტორი: თათია ცუკოშვილი

X