12:22 | 2020-06-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

​ავტოსაგზაო შემთხვევას ახალციხეში პოლიციელი ემსხვერპლა

​ავტოსაგზაო შემთხვევას ახალციხეში პოლიციელი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხეში, სოფელ წნისის მიმდებარედ.

 

მაღალი სიჩქარით მოძრავი ჯიპის ტიპის ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.

 

ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო და ავტომობილში მარტო იჯდა.

 

რა ხდება ამ გზის მიღმა - უნიკალური კადრები დენდროლოგიური პარკიდან, რომელიც მალე გაიხსნება
2020-06-02რა ხდება ამ გზის მიღმა - უნიკალური კადრები დენდროლოგიური პარკიდან, რომელიც მალე გაიხსნება

 

შემთხვევაში სხვა ავტომობილი არ ფიგურირებს. გარდაცვლილი ახალციხის სოფელ მუგარეთში ცხოვრობდა და მას ცოლ-შვილი დარჩა.

 

 

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X