
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მოთხოვნა სამედიცინო აღჭურვილობასა და რესპირატორებზე მკვეთრად გაიზარდა. შესაბამისად ბოლო დღეებში, უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, მათ შორის ამერიკა, გერმანია და საფრანგეთი „პირბადეების ბრძოლაში“ არიან ჩართულები.
დღეს, ესპანურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თურქეთმა ესპანეთის მიერ ჩინეთში ნაყიდი რესპირატორები თავისთვის დაიტოვა.
როგორც, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არანჩა გონსალეს ლაია ამბობს, მათ ჩინეთიდან რესპირატორების დიდი პარტია იყიდეს, მაგრამ როცა ჩინეთიდან ესპანეთში მიმავალი თვითმფრინავი ანკარაში დაჯდა, ტვირთი თურქეთის მხარემ ესპანეთისკენ აღარ გაუშვა და თავისთვის დაიტოვა.
ასევე, ბერლინის ადგილობრივმა ხელისუფლებამ აშშ-ს „თანამედროვე მეკობრეობაში“ დასდო ბრალი, მას შემდეგ, რაც 200 ათასამდე სამედიცინო ნიღაბი, რომელიც გერმანიისთვის იყო განკუთვნილი, ამერიკაში გადააგზავნეს.
ბერლინის შინაგან საქმეთა ოფისის ხელმძღვანელი ანდრეას გიზელის თქმით, ამერიკული წარმოების ნიღბებს FFP2-ს, რომელიც ბერლინის პოლიციისთვის იყო განკუთვნილი, ბანგკოკში კონფისკაცია გაუკეთეს და აშშ-ში დააბრუნეს.
თუმცა ამერიკის მიმართ ბრალდებები ამით არ სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებით პირველ ადგილზე, სადაც CoViD19-ის შემთხვევები 300 000-ს აჭარბებს, ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკის სამიზნე გახდა.
ამ კვირაში, არაერთმა ფრანგმა პოლიტიკოსმა დაადანაშაულა აშშ, რომ ჩინური პირბადეები, რომლებიც საფრანგეთისთვის იყო შეკვეთილი – ამერიკამ იყიდა. მაგრამ ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ეს ბრალდება უარყვეს და სიყალბე უწოდეს.
ამავე თემაზე:
























