
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციას ეხმაურება. როგორც კულუმბეგოვი „დღის კურიერში“ საუბრისას ამბობს, ქვეყანამ პროცესი არათანმიმდევრულად მართა.
„მე არ ვემხრობოდი შეზღუდვების მოხსნას. ძალიან არათანმიმდევრული მართვის პრინციპები დავინახეთ, რომლის მსგავსი მსოფლიოში არ ყოფილა. ადამიანები აუცრელობის პირობებში ქვეყნების გახსნის პრეცედენტი არ ყოფილა. ერთი ფორმაციიდან მეორეში გადავედით, რამაც იმ სიტუაციამდე მიგვიყვანა, რაშიც მივედით.
ჩვენ 2 600 შემთხვევის არ უნდა გვეშინოდეს, მოსახლეობის ნაწილი აცრილი რომ გვყავდეს“,- ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.
ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის რიცხვმა თითქმის 3 ათასს მიაღწია. დღეს ინფიცირების მაჩვენებელი 2 616 იყო. დადებითობის დღიური მაჩვენებლი კი 7.19 %-ია.
დაგაინტერესებთ:
- გადადეთ სკოლები 1-ელ ოქტომბრამდე!.. გვეყოს სირაქლემის პოზიციაში ყოფნა! – გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება






















