
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, მსოფლიოში ყველაზე ღრმა მაღაროს 164 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
მომხდარის გამო მპონენგის ოქროს მაღარო გაურკვეველი დროით დაიხურა.
თუმცა, თანამშრომლები ამ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებდნენ, რადგან აცხადებდნენ, რომ მაღაროში სოციალური დისტანციის დაცვა საკმაოდ რთულია.























