17:30 | 2021-03-28 ავტორი: Prime Time

​ქართველ მორაგბეებს პრიზები პრემიერ-მინისტრმა გადასცა და გამარჯვება მიულოცა

​ქართველ მორაგბეებს პრიზები პრემიერ-მინისტრმა გადასცა და გამარჯვება მიულოცა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთის ნაკრებს შეხვდა და 11 ქულის სხვაობით, 28:17 დაამარცხა.

 

ბორჯღალოსნებმა ტურნირზე გამოსვლა 4-დან 4 მოგებით დაასრულეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგებასთან ერთად, ანთიმოზ ივერიელის თასის გამარჯვებულებიც გახდნენ.

 

ამასთან, ჩვენმა გუნდმა მომავალ მსოფლიო თასზე თამაშის უფლებაც მოიპოვა. ​ქართველ მორაგბეებს კუთვნილი პრიზები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადასცა და მოპოვებული წარმატება მიულოცა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი თამაშს სრულად დაესწრო.

 

ავტორი: Prime Time

X