19:15 | 2020-03-24 ავტორი: სალომე ნეფარიძე

​ცნობილია სოფელი, სადაც ინფიცირებული ქალი ქელეხში იმყოფებოდა

​ცნობილია სოფელი, სადაც ინფიცირებული ქალი ქელეხში იმყოფებოდა

ირკვევა, რომ 62 წლის ქალი მარნეულიდან, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, ქელეხში სოფელ ნახიდურში იმყოფებოდა.

 

ეს სოფელი ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემაც დაადასტურა „მთავარი არხის“ ეთერში.

 

გამყრელიძის თქმით, ქალს სარიტუალო სუფრაზე 100-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, რომელთა უმეტესობა იდენტიფიცირებულია.

 

„სარიტუალო სუფრის, სოფელი რომელიც თქვენ დაასახელეთ იქ იმყოფებოდა რამოდენიმე ათეული ადამიანი, დაახლოებით 100-მდე, უმეტესობა იქიდან იდენტიფიცირებულია, ზოგიერთთა იდენტიფიკაცია მიმდინარეობს, ზოგიერთი არ იყო საქართველოს მოქალაქე და დატოვა ქვეყნის ტერიტორია.

 

მათ შესახებ ინფორმაცია გადაეცა შესაბამის ქვეყანას, რომ ისინი იმყოფებოდნენ კონტაქტში ადამიანთან, რომელიც შემდგომ გამოვლინდა როგორც ინფიცირებული, ეს არის განსაზღვრული ჯანმრთელობის მსოფლიო საერთაშორისო წესებით და ეს ინფორმაცია ეძლევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას და იმ ქვეყანას, რომელიც ეს ადამიანები გადაადგილდებიან“, – განაცხადა ამირნა გამყრელიძემ.

 

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, მარნეულში ინფიცირებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. ამასთან, მარნეულელი ქალის ოჯახის 4 წევრს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

 

24 მარტის მონაცენებით, საქართველოში ინფიცირებულია 67 ადამიანი.

 

საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიოდან დღემდე , განკურნებულია 9 პაციენტი

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X