14:20 | 2020-03-22 ავტორი: Prime Time

“დეზინფორმაცია და დისკრედიტაციის მცდელობაა” – შსს სამებიდან პოლიციის გამოძევებას კატეგორიულად უარყოფს

“დეზინფორმაცია და დისკრედიტაციის მცდელობაა” – შსს სამებიდან პოლიციის გამოძევებას კატეგორიულად უარყოფს

შსს-ს პრესსამსახურის უფროსი ქეთი კოვზიაშვილი კატეგორიულად უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სამების ტაძარში კანონის აღსრულებისთვის მისული პოლიცია ადგილიდან გამოაძევეს.

 

„როდესაც ასეთ ვითარებაში მედია საშუალება წერს მასალას სათაურით: „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, სამების ტაძარში, კანონის აღსრულებისთვის მისული საპატრულო პოლიცია, ადგილიდან გამოაძევეს” და ავრცელებს ისე, რომ არ ამოწმებს უწყების პრესამსახურში. როდესაც მასალა უკვე გავრცელებული აქვს და შემდეგ რეკავს, და უხსნი რომ მისი დაწერილი მასალა არ შეესაბამება სიმართლეს და კვლავ უდევს ისე, რომ მიწერილიც არ აქვს კომენტარი. როდესაც ყველა სატელევიზიო არხის ეთერში გადის კადრები, როგორ შედის პოლიცია ტაძარში, ასევე საკურთხეველში როგორ ესაუბრება მეუფეებს, და კვლავ ჯიუტად გიდევს მასალა, არც ცვლი და არც ამატებ რაიმე ინფორმაციას, კვლავ გიდევს სათაური რომ პოლიცია გამოაძევეს ტაძრიდან როგორც მინიმუმ არაპროფესიონალიზმია, თუმცა უფრო მავნებლობაა. პოლიციის თითოეული თანამშრომელი 24 საათი დაუღალავად შრომობს ჩემი, თქვენი, (მათ შორის ამ სტატიის ავტორის) და ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ასეთი ფორმით, ფეიკ ნიუსის და დეზინფორმაციის გავრცელება დისკრედიტაციის მცდელობაა და მეტი არაფერი”, – წერს ქეთი კოვზიაშვილი.

 

დღეს, 22 მარტს მართლმადიდებელ ეკლესიებში პირველი წირვა ჩატარდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სამების საკათედრო ტაძარში წირვის პარალელურად, სამართალდამცველები გამოჩნდნენ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

რა ხდება საქართველოს ტაძრებში დღეს?
2020-03-22რა ხდება საქართველოს ტაძრებში დღეს?

 

 

ავტორი: Prime Time

X