
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა კორონავირუსით დაინფიცირებული 5 პაციენტის მდგომარეობა შეაფასა.
1 საათის წინ დაახლოებით ჩვენს კლინიკაში მოიყვანეს 5 პაციენტი, რომლებსაც დადასტურებული აქვთ ახალი კორონავირუსის ინფექცია- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, ყველა მათგანი დაახლოებით 1 კვირა იტალიაში იყვნენ და თბილისში პირველ მარტს ჩამოვიდნენ.
„არც ერთ მათგანს ჩამოსვლისას არ აღენიშნებოდა ტემპერატურა, ამიტომ ისინი წავიდნენ სახლებში, თვითიზოლაციაში. შემდგომში ვინაიდან ერთ-ერთ კაცს, რომელიც ამ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში და დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია, ეს 5 ადამიანიც გამოიკვლიეს და ვირუსი მათაც დაუდასტურდათ. ბოლო მონაცემებით, 5-დან ერთს აქვს 37.3 ტემპერატურა და ყელის ტკივილი დანარჩენ, 4-ს არაფერი არ აქვს. პნევმონიაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.






















