13:13 | 2020-03-25 ავტორი: Prime Time

„ბელგიაში ჯგუფური სექსი აიკრძალა“ – ამ სათაურით ყალბი ინფორმაცია ინტერნეტ-სივრცეს იპყრობს

„ბელგიაში ჯგუფური სექსი აიკრძალა“ – ამ სათაურით ყალბი ინფორმაცია ინტერნეტ-სივრცეს იპყრობს

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსის საფრთხის გამო სამ, ან მეტ პირს შორის სქესობრივი კავშირი აკრძალა – ამ სათაურით სტატიები ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

მთელს მსოფლიოში, სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე ეს ინფორმაცია დიდი სისწრაფით გავრცელდა. მათ შორის აღნიშნული ცნობა რეალობად წარმოაჩინა რამდენიმე ქართულმა ვებ-გვერდმა.

 

წერენ, რომ თითქოს ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა აკრძალვის შესახებ განცხადება პარლამენტში გააკეთ. რეალურად კი მინისტრს მეიჯი დე ბლოკს მსგავსი განცხადება საერთოდ არ გაუკეთებია და აღნიშნული ცნობაც, მთლიანად გამოგონილია.

 

ვებ-გვერდი, რომელმაც ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა, მომხმარებელს სატირულ კონტენტს სთავაზობს და არ მალავს, რომ ძირითადად გამოგონილ ამბებს ავრცელებს.

ავტორი: Prime Time

X