
ინდოეთში კორონავირუსის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.
„Carona Go! Go Carona“ – ამ ლოზუნგით მიმართავდა ხალხი კორონავირუსს, მათ ლიდერობას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, რამდას აშავალი უწევდა.
მინისტრი შეძახილებით მოითხოვდა რომ კორონავირუსი ინდოეთიდან წასულიყო.
ინდოეთში კორონავირუსით საერთო ჯამში 113 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 2 დაიღუპა, 13 კი გამოჯანმრთელდა.






















