
ადამიანმა გააბოროტა ბუნება, როგორ ვერ უნდა მოერიო ხანძრებს? – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის მოძღვარმა მამა შალვა კეკელიამ განაცხადა.
მისი თქმით, დედამიწაზე სტიქიური უბედურებების მთავარი მიზეზი ადამიანისაგან ღმერთის მიტოვებაა.
„დააკვირდით ბოლო მოვლენებს დედამიწის ირგვლივ, როგორი რაღაცები ხდება მთელს დედამიწაზე. როგორ წავიდა ბუნება ჩვენს წინააღმდეგ. დღევანდელ დღეს როდესაც არის 21-ე საუკუნე, ტექნოლოგიების საუკუნე, ხანძარმა როგორ უნდა აჯობოს დღეს ადამიანს? – შეიძლება სადღაც მიყრუებულ ქვეყანაში კი მაგრამ, როდესაც ასეთ ტექნოლოგიურ ქვეყნებში როგორიცაა ამერიკა, ავსტრალია და ა.შ. როგორ ვერ უნდა მოერიო ხანძრებს? ადამიანმა გააბოროტა ბუნება და ის დაპირისპირა. თქვენს ცხოვრებას დააკვირდით, როგორც კი ადამიანი ღმერთს განეშორება, როგორ გიტრიალდებათ ყველაფერი, ყველაფერი დაძაბულია, როგორც კი ღმერთთან ბრუნდებით კი თქვენს ირგვლივ ყველაფერი კარგისკენ ბრუნდება“ – თქვა შალვა კეკელიამ.






















