
„ევროპული საქართველოს” წევრები მთავრობას ანტიკრიზისული პაკეტის განხორციელებისკენ მოუწოდებენ. საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსის გავლენის შესამცირებლად, ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა “ევროპულ საქართველოში” შეიმუშავეს, რაც მოიცავს საგადასახადო შემცირებებს.
კერძოდ ამავე წლის აპრილიდან:
1. საშემოსავლო გადასახადის 20%დან – 17%მდე შემცირება, რაც სამუშაო ადგილების დაკარგვას თავიდან აგვაცილებს და 380 მილიონ ლარს დაუტოვებს ხალხს
2. ქონების გადასახადის განახევრება. რაც 195 მილიონ ლარს დაუტოვებს მეწარმეებს რაც ასევე სამუშაო ადგილების შემირებას შეაჩერებს
3. ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახიდს 25%ით შემცირება, რაც საწვავზე ფასს 8-10 თეთრით გააიაფებს და ზოგადად ხელს შეუშლის ფასების ზრდას ქვეყანაში.
მოცემული გეგმა ითვალისწინებს კერძო სექტორში 690 მილიონი ლარის დატოვებას. ეს საბიუჯეტო დანაკლისი აუცილებლად უნდა დაბალანსდეს ბიუროკრატიული და არაეფექტური ხარჯების შეკვეცით.” – ვკითხულობთ “ევროპული საქართველოს” გეგმაში.






















