10:20 | 2020-03-19 ავტორი: Prime Time

„ჯორჯიან მანგანეზმა“ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა

„ჯორჯიან მანგანეზმა“ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა

„ჯორჯიან მანგანეზი“ ქვეყანაში კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე აგრძელებს.

 

„ჯორჯიან მანგანეზმა“ დღეს, კომპანიის მფლობელობაში არსებულ ყველა საწარმოო და საყოფაცხოვრებო ობიექტზე, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება დაიწყო.

 

კომპანია სრული პასუხისმგებლობით იზიარებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და სახელმწიფოს მიერ გატარებულ კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებს მაქსიმალურს მხარდაჭერას უცხადებს.

 

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სახელმწიფო და მსოფლიო მოკლე დროში შეძლებს COVID-19-თან გამკლავებას.

ავტორი: Prime Time

X