17:32 | 2020-03-20 ავტორი: მარი ჯაფარიძე

„ყოველ წამს ვიღაც ტოვებს დედამიწას… “ – კორონავირუსით გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის ჩანაწერები

„ყოველ წამს ვიღაც ტოვებს დედამიწას… “ – კორონავირუსით გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის ჩანაწერები

ესპანეთში გუშინ გარდაცვლილ ქართველ ქალბატონს, წლების წინ ახალგაზრდა გოგონა ავტოავარიით გარდაეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედიიდან 20 წელზე მეტი იყო გასული, დრომ ტკივილი ვერ მოაშუშა და დედა გამუდმებით განიცდიდა შვილის გარდაცვალებას.

მისი სოციალური ქსელის გვერდი სავსეა ტკივილიანი პოსტებით.

„სიკვდილზე საშინელი სიკვდილით გამოწვეული მონატრება მგონია…
შენი არ ყოფნა და ვერ ჩახუტება..
სოფიკო დე ზალიან მენატრები………….მიყვარხარ, დე“…

„ამ სამყაროში… ყველაზე მძიმე, ყველაზე საშინელი გზა……შვილის საფლავისკენ მიმავალი დედის გზაა“.

 

„ყოველ წამს ვიღაც ტოვებს დედამიწას…
ჩვენ ყველა უხილავ რიგში ვართ, არასოდეს ვიცით რამდენი ადამიანია ჩვენს წინ და რამდენი დრო დაგვრჩა…
არ შეგვიძლია ადგილი გავცვალოთ ან გამოვიდეთ რიგიდან…
მაგრამ მანამ, სანამ ჩვენი გასვლის დრო მოვა, ჩვენ შეგვიძლია მოვასწროთ;
– სიყვარული,
– პატიება,
– თანადგომა,
– სიკეთის კეთება,
– მეგობრობა,
– დახმარება,
– ღიმილი,
– სიხარული,
– ერთგულება,
– მადლიერება,
მადლიერება იმისთვის, რომ ვსუნთქავთ, ვარსებობთ და ჯერ კიდევ შეგვიძლია სიყვარული…
და როდესაც ჩვენი ჯერი მოვა, არ დაგვწყდება გული, რომ არ გავუფრთხილდით დროს…
დროს, რომელიც ერთმანეთისთვის მოგვეცა
მიყვარხართ და მინდა ერთად გავუფრთხილდეთ დარჩენილ დროს, რომელიც ყველასთვის სხვადასხვა წუთებს ითვლის“.

 

„ხანდახან ისეთ დიდ იმედგაცრუებას ხვდები, რომ ჰაერში ისვრი მიზნებს, სულში აფურთხებ ოცნებებს და მერე?
მერე უბრალოდ, მიდიხარ…
– მოიცა, – გესმის ზურგიდან ძახილი.
შენ?
შენ არ ბრუნდები…
მიდიხარ…“ – წერს ქალბატონი გულნარა ფეისბუკის გვერდზე.

 

რას წერდა ქალბატონი გულნარა ბოლო პოსტში, იხილეთ აქ:

ხედი ჩემი პალატიდან - ესპანეთში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის გადაღებული ბოლო ფოტო
2020-03-20ხედი ჩემი პალატიდან - ესპანეთში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის გადაღებული ბოლო ფოტო
ავტორი: მარი ჯაფარიძე

X