
მარნეულის სოფლებში ადგილობრივი მეურნეები თავიანთ საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ

ადგილობრივების თქმით, მუშაობის პროცესში დისტანციას იცავენ და ცდილობენ, სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინონ.
„აქ თავისთავად ერთმანეთის მოშორებით ვდგავართ და ისე ვაცლით ბალახს კულტურას. ვიცით, რომ კორონავირუსი არის საშიში დაავადება და ვუფრთხილდებით ჩვენს თავებსაც და სხვებსაც“, – ამბობს ადგილობრივი.
სოფელ საიმერლოს მკვიდრი, ზვიად შუბითიძე „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ ყველა წესს იცავს და სოფლის მეურნეობასაც არ ღალატობს.

„ჩვენს სოფელში არავითარი პანიკა და დაბნეულობა არ არსებობს. ვიცავთ ჰიგიენას, სოფლის მეურნეობაში საქმიანობას ვაგრძელებთ და ყველაფერი ნორმალურადაა ჩვენთან. წესით საგანგებო მდგომარეობის გამო აქაც გვეკრძალება გამოსვლა, მაგრამ რომ არ ვიშრომოთ ჩვენც მშივრები დავრჩებით და ქალაქიც“, – ამბობს ზვიად შუბითიძე.
ავტორი: მარიამ ქველაძე






















