20:51 | 2020-03-24 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„მარტო აქ ვიქნებით, თუ კუბოში, რა მნიშვნელობა აქვს?“ – ნათია ფანჯიკიძე

„მარტო აქ ვიქნებით, თუ კუბოში, რა მნიშვნელობა აქვს?“ – ნათია ფანჯიკიძე

„გთხოვოთ ყველას, დარჩეთ სახლში, ეს ერთადერთი გზაა, გადავარჩინოთ საკუთარი თავიც, მაგრამ რაც უფრო მთავარია, გადავარჩინოთ ყველა სხვა“,- ამ სიტყვებით მიმართავს ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე საზოგადოებას და სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს.

 

„გიორგი კეკელიძე გადმოვიდა ალავერდს ჩემთან, გთხოვოთ ყველას, დარჩეთ სახლში, ეს ერთადერთი გზაა, გადავარჩინოთ საკუთარი თავიც, მაგრამ რაც უფრო მთავარია, გადავარჩინოთ ყველა სხვა.

 

ყველა სხვის გამოა სიცოცხლე ღირებული, თორემ მარტო აქ ვიქნებით, თუ კუბოში, რა მნიშვნელობა აქვს. ამასთანავე, სხვისი გადამრჩენი ცოტათი მაინც გმირია და საკუთარი თავის გადარჩენა ვერაფერი საამაყო.

 

აი, ფოტოდოკუმენტი, როგორ პასუხისმგებლიანად და მორჩილად ვსეირნობ საკუთარ და არა სხვის აივანზე და ვიპარავ ჩემ წილ მზის სხივებს. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X