11:43 | 2020-03-03 ავტორი: Prime Time

„მე არ მაქვს კორონავირუსი!“ – „ირანელი პაციენტი ინფექციურიდან“ ამჯერად სოცქსელში გამოჩნდა (ვიდეო)

„მე არ მაქვს კორონავირუსი!“ – „ირანელი პაციენტი ინფექციურიდან“ ამჯერად სოცქსელში გამოჩნდა (ვიდეო)

ირანელი პაციენტი, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში ბოქსირებული განყოფილებიდან გამოიპარა და მედიკოსებმა უკან დააბრუნეს, სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რომ მას კორონავირუსი არ აქვს, თუმცა 15 დღე კარანტინში უნდა გაჩერდეს.

 

„მე არ მაქვს კორონავირუსი, მაგრამ 15 დღე უნდა ვიყო სასტუმროში, კარანტინში, მე არ მაქვს პრობლემა“, – ამბობს ირანელი პაციენტი.

საქართველოში მომხდარ ინციდენტს Mail-იც გამოეხმაურა: „გასაოცარი მომენტი, როდესაც მედპერსონალმა უკან გააბრუნა კორონავირუსის პაციენტი, რომელიც ინტერვიუს იძლეოდა“.

 

26 თებერვალს, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ირანის მოქალაქე ჟურნალისტებთან გამოვიდა და განაცხადა, რომ მას კორონავირუსი არ დაუდგინდა და ჯანმრთელია. მან მადლობა გადაუხადა ქართველ ექიმებს, რა დროსაც მედპერსონალი გარეთ გამოვიდა და პაციენტი ისევ უკან შეაბრუნეს.

 

ცნობისთვის, ირანის მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა ის აბასთუმანში ამჟამად საკარანტინო პერიოდს გადის.

ავტორი: Prime Time

X