13:23 | 2020-03-23 ავტორი: თეონა ყაჭიური

„საქართველოს ფოსტა“ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მედიკამენტებს მიაწვდის

„საქართველოს ფოსტა“ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მედიკამენტებს მიაწვდის

„საქართველოს ფოსტა“ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებისთვის მედიკამენტების მიწოდებას უზრუნველყოფს“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინსიტრმა, ეკატერინე ტიკარძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მიმდინარე კვირაში სრულყოფილად ამოქმედდება სქემა, რომლითაც „საქართველოს ფოსტა“ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მედიკამენტებით და საკვებით უზრუნველყოფს.

 

„გვაქვს სრული ნუსხა იმ ადამიანების, ვისაც ესაჭიროება კონკრეტული მედიკამენტების მიწოდება ქრონიკული დაავადებების გამო. მოლაპარაკებები დასრულებულია, დღეიდან “საქართველოს ფოსტა” დაიწყებს ამ ადამიანებთან კონტაქტზე გასვლას. ისინი “საქართველოს ფოსტით” მიიღებენ მედიკამენტებს ,ასევე ვამუშავებთ საკვების მიწოდების საკითხს პენსიონერებისთვის და ამ კვირაში ეს სქემა სრულიად ამუშავდება“,-განაცხადა ტიკარაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

 

23 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირებულია 54 ადამიანი.

 

ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზების პასუხით, განკურნებულია 8 პაციენტი.

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.

 

კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X