
კორონავირუსის მარაგიდან, რომელიც რუსეთმა იტალიაში გაგზავნა, დაახლოებით 80% უსარგებლოა – წერს იტალიური გამოცემა “ლა სტამპა”, მაღალი დონის პოლიტიკურ წყაროებზე დაყრდნობით.
გასულ შაბათს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთმა იტალიაში 600 ვენტილატორი, ასევე, 100 სამხედრო ვირუსოლოგი და ეპიდემიოლოგი გააგზავნა.
ჯამში იტალიაში ჰუმანიტარული ტვირთით სავსე 9 თვითმფრინავი ჩაფრინდა.
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 74,386 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 7,503 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 9,362 გამოჯანმრთელდა.






















