15:33 | 2020-03-24 ავტორი: ალექსი ქამადაძე

„StopCoV ფონდის“ ანგარიშზე, დაახლოებით, 5 მილიონი ლარია აკუმულირებული

„StopCoV ფონდის“ ანგარიშზე, დაახლოებით, 5 მილიონი ლარია აკუმულირებული

„StopCoV ფონდის“ ანგარიშზე, დაახლოებით, 5 მილიონი ლარია აკუმულირებული,- ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

 

„აქტივობა არის ძალიან მაღალი, მოხარულები ვართ სახელმწიფოსთან ასეთი დონის თანამშრომლობით“,- აღნიშნავს დაუშვილი.

 

მისივე თქმით, ფონდის ანგარიშზე, თანხების, როგორც ჩარიცხვა, ასევე ხარჯვა იქნება გამჭვირვალე.

 

„ფონდში ჩარიცხული თითოეული თეთრი და ლარი დაიხარჯება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც ჩარიცხვა, ისე ამ თანხების ხარჯვა იქნება სრულად გამჭვირვალე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საჯარო ინფორმაციის სახით, მიიღოს ინფორმაცია, თუ რა მიზანს და საჭიროებას მოხმარდა ფონდში აკუმულირებული თანხა“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

 

ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, საზოგადოების, ბიზნესისა და სახელმწიფოს კონსოლიდაცია ასეთი გამოწვევების პირობებში არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო.

 

ამავე თემაზე:

 

ნახეთ კომპანიები, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში სოლიდური თანხები გადარიცხეს

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X