16:36 | 2020-03-17 ავტორი: თამთა თორდია

„თბილისის მიკროავტობუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„თბილისის მიკროავტობუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

 

კომპანია პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „თბილისის მიკროავტობუსის“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები დროებით ჩერდება და მგზავრებს,  გარკვეული დროის მანძილზე აღარ მოემსახურება.

 

„ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც გამოწვეულია კორონავირუსის COVID 19-ის გავრცელების რისკით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივად დაიწყოს ქვეყანამ გავრცელების საშიშროებასთან ბრძოლა. ამ დროისთვის გადაწყდა კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების დროებით გაჩერება.

 

მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანიის მენეჯმენტსა და დედაქალაქის ხელმძღვანელობას შორის რომ კომპანიის თანამშრომლები და მძღოლები არასამუშაო პერიოდში არ დარჩნენ მინიმალური შემოსავლების გარეშე. შეგახსენებთ რომ კომპანია “თბილისის მიკროავტობუსში” დასაქმებულია 4000-მდე პირი,” – ნათქვამია განცხადებაში.

 

ამავე თემაზე

სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა 
2020-03-17სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა 
 
ავტობუსებით მომსახურების წესი იცვლება - როგორ იმგზავრებენ მოქალაქეები ხვალიდან
2020-03-17ავტობუსებით მომსახურების წესი იცვლება - როგორ იმგზავრებენ მოქალაქეები ხვალიდან

ავტორი: თამთა თორდია

X