12:50 | 2020-01-27 ავტორი: Prime Time

„ტრამპმა უკრაინას ულტიმატუმი წაუყენა“ – ეს ბოლტონის მემუარებში დასტურდება

„ტრამპმა უკრაინას ულტიმატუმი წაუყენა“ – ეს ბოლტონის მემუარებში დასტურდება

გაზეთმა The New York Times-მა აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველის ჯონ ბოლტონის გამოუქვეყნებელი მემუარებიდან ნაწყვეტები გამოაქვეყნა.

 

მასში წერია, რომ 2019 წლის აგვისტოში პრეზიდენტმა ტრამპმა ბოლტონს უთხრა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას „გაყინავს“ მანამ, სანამ ადგილობრივი ხელისუფლება მათ არ დაეხმარება ჯო ბაიდენის შვილის და სხვა დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიებაში.

 

წიგნში წერია, რომ ბოლტონი, სახელმწიფო დეპარტამენტის მდივან მაიკ პომპეოსთან და პენტაგონის ხელმძღვანელ მარკ ესპერთან ერთად დაახლოებით ათჯერ სთხოვეს ტრამპს „გაალღვოს“ უკრაინის დახმარება 391 მილიონი დოლარით.

 

ტრამპმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ არასდროს ულაპარაკია ბოლტონთან უკრაინის სამხედრო დახმარებაზე ჯო ბაიდენის კონტექსტში.

 

წიგნი თავის თავში მოიაზრებს მიმოხილვას, თუ რის თქმას აპირებს ბოლტონი სენატში ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით მოსმენაზე.

 

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომელშიც უმრავლესობას დემოკრატები წარმოადგენენ, ტრამპის იმპიჩმენტს მისცა ხმა. მას ბრალი წაუყენეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და კონგრესის საქმიანობის შეფერხებაში. 21 იანვრიდან, იმპიჩმენტის საკითხზე განხილვა კონგრესის სენატმა დაიწყო.

ავტორი: Prime Time

X