11:47 | 2020-02-21 ავტორი: Prime Time

„უზნეობისა და უტიფრობის განსახიერებაა“ – გორის საკრებულოს თავმჯდომარე

„უზნეობისა და უტიფრობის განსახიერებაა“ – გორის საკრებულოს თავმჯდომარე

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე საკუთარი ფეისბუქ პოსტის შესახებ კომენტირებისას, კიდევ ერთხელ იმეორებს სექსისტურ და შეურაცხმყოფელ შეფასებებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერის ელენე ხოშტარიას მიმართ. პარლამენტის დეპუტატს ზნედაცემულსა და „ქალის სახე დაკარგულს“ უწოდებს და ამბობს, რომ მისგან განსხვავებით, „ქალი არის კდემამოსილი“.

 

რაზმაძემ თავდაპირველად ხოშტარიას შეურაცხყოფა Facebook-გვერდზე მიაყენა. პოსტში წერდა, რომ დეპუტატი „უზნეობისა და უტიფრობის განსახიერებაა“. ტელეკომპანია ფორმულას კითხვაზე, ნანობს თუ არა ამ სიტყვებს, რაზმაძე ამბობს, რომ არაფერი აქვს სანანებელი.

 

„მაგის საქციელი, საუბარი, შეურაცხყოფები არაფერში არ ჯდება… ზნედაცემულობა, რომელიც მე ვთქვი, ძალიან იოლი და მოფერებითი სიტყვა იყო“,- განაცხადა მან.

 

პროტესტის ნიშნად ელენე ხოშტარიამ პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო. მას შემდეგ, ის არაერთი თავდასხმის ობიექტი გახდა, მათ შორის რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდანაც.

ავტორი: Prime Time

X