
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია სიცოცხლის უფლება და კომპენსაციის სახით მომჩივან მარიამ საყვარელიძისთვის 25 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
საქმე ეხება 2003 წლის ნოემბერში „ვარდების რევოლუციის“ საპროტესტო აქციის დროს მომხდარს, რა დროსაც მომჩივანის, მარიამ საყვარელიძის მანქანას ჯავშანმანქანა დაეჯახა, შედეგად გარდაიცვალა მისი და და შვილი.
როგორც ევროსასამართლოს გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, თბილისის პროკურატურამ, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა წლების განმავლობაში არაერთხელ დაიწყეს საქმის გამოძიება. თუმცა უკვე 2010 წელს პროკურატურამ თქვა, რომ შეუძლებელია იმის დადგენა, კონკრეტულად რა მოხდა ინციდენტისას. 2017 წლის მარტში კი ხანდაზმულობის გამო საერთოდ დაიხურა.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ მარიამ საყვარელიძეს 25 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.






















