15:25 | 2020-01-27 ავტორი: Prime Time

„ვენაცვალე გურულებს” – როგორ ეხმაურება მიშა რამიშვილი მამის ბილბორდის დადგმას ჩოხატაურში

„ვენაცვალე გურულებს” – როგორ ეხმაურება მიშა რამიშვილი მამის ბილბორდის დადგმას ჩოხატაურში

ქალაქ ჩოხატაურის ცენტრში არსებულ სკვერში ოთარ რამიშვილის ბილბორდი დაიდგა.

 

ოთარ რამიშვილის შვილი, ცნობილი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სოციალურ ქსელში ფაქტს ასე ეხმიანება:

 

„ვენაცვალე გურულებს, ჩოხატაურის რაიონის ცენტრის სკვერში, სადაც ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ნოდარ დუმბაძის, ანა კალანდაძის და სხვათა პერსონების ბილბორდს შეემატა ოთარ რამიშვილის ბილბორდი. ყოჩაღ გამგებელს – ირაკლი კუჭავას.

 

ვიმედოვნებ, თბილისში საბურთალოზე, ოთარ რამიშვილის სახელობის ქუჩას და სკვერსაც, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე არის დაფიქსირებული, ოდესმე ექნება ამოსაცნობი ნიშანი” – წერს რამიშვილი პოსტში.

 

როგორც ჩვენთან საუბარში მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, ჩოხატაურის გამგებელს ბილბორდის დადგმის თხოვნით შარშან ზაფხულში მიმართა.

 

მიხეილ რამიშვილი: – ჩვენი გვარი წარმოშობით ჩოხატაურის რაიონის სოფელ სურებიდანაა. წლის ბოლოს, ისე რომ არც ველოდით, ოთარის ფოტო მომთხოვეს. დაახლოებით ერთი თვეა, რაც ბილბორდი დაიდგა. იქაურებმა ფოტოები გადმომიგზავნეს. გამგებელმა ივაჟკაცა. ძალიან კარგადაა გაკეთებული. მე ნანახი მაქვს ცნობილი პიროვნებების მწერლების, პოეტების ბილბორდები და მომწონდა, კარგად ჰქონდათ გაკეთებული.

 

– თბილისში სად არის ოთარ რამიშვილის სახელობის ქუჩა?

 

– თბილისში ოთარ რამიშვილის სახელობის ქუჩაც არის და სკვერიც, მაგრამ არავინ იცის. მიცკევიჩის ქუჩაზე ინფექციურისკენ მარცხენა მხარეს არის უსახელო ქუჩა, რომელიც ჭრის ბურძგლას და ცაგარელი ქუჩებს, სკვერი საირმეზეა. ჩემი დაჟინებული თხოვნით, საკრებულომ მოწვეულ საზოგადო მოღვაწეებთან ერთად ამ ქუჩას მიანიჭა ოთარ რამიშვილის სახელი, მაგრამ ეს მხოლოდ მე ვიცი, არც ქუჩას აწერია, შესაბამისაად ხალხმაც არ იცის. 2018 წლის სექტემბრის განკარგულებით ოთხი თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო პროექტი – ქუჩის სახელის დარქმევა და ღონისძებაც უნდა ჩატარებულიყო. მაგრამ დღემდე არაფერი გაკეთებულა. ქუჩას არ აწერია, ვისი სახელობისაა და ის სკვერიც, რომელიც გაალამაზეს, უსახელოდ დატოვეს. მიუხედავად ჩემი არა ერთი თხოვნისა, ასე გააჯანჯლეს ამ საქმის დასრულება…

ავტორი: Prime Time

X