10:39 | 2021-07-26 ავტორი: თეონა ყაჭიური

1 264 ინფიცირებული და 26 გარდაცვლილი – ეპიდვითარება საქართველოში 26 ივლისს

1 264 ინფიცირებული და 26 გარდაცვლილი – ეპიდვითარება საქართველოში 26 ივლისს

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 375 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 807 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 568 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 264 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  404 023-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.52 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.73 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.44 %.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 665 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 374 753-მდე.

 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 714 პირი ემსხვერპლა.

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X