
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 104 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 603 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 334 705-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 315 254 პირი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური – 3,8%, ბოლო 14 დღის – 4,39%, ბოლო 7 დღის – 4,03%-ია.






















