10:49 | 2021-07-14 ავტორი: თეონა ყაჭიური

1 663 ახალი ინფიცირებული – ეპიდვითარება საქართველოში ისევ მძიმეა

1 663 ახალი ინფიცირებული – ეპიდვითარება საქართველოში ისევ მძიმეა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 559 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 254 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 305 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 663 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 381 336-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.68 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.1% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.46%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 769 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 361 327-მდე.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 492 პირი ემსხვერპლა.

 

ასევე ნახეთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X