19:21 | 2020-03-17 ავტორი: სალომე ნეფარიძე

პირველ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა ხანგრძლივდება

პირველ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა ხანგრძლივდება

აპრილამდე შემოყვანილ ავტომობილებს განბაჟების ვადა სექტემბრამდე გაუხანგრძლივდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ავტოიმპორტიორებს 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივოს.

 

ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც ვერ შეძლებენ 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილის რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღეში, თუ ამ ავტომობილის რეექსპორტი ან მის საბაჟო პროცედურებში მოქცევა მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე განხორციელდება.

 

შეღავათი შეეხება, დაახლოებით, 38 ათასამდე მანქანის მფლობელს და გადავადებული გადასახადების ოდენობა შეადგენს 50 მილიონ ლარს“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X