12:53 | 2020-07-11 ავტორი: Prime Time

1 და 4 წლის მცირეწლოვნები – ბათუმში ბავშვების კორონავირუსით დაინფიცირების ახალი წყარო გამოვლინდა

1 და 4 წლის მცირეწლოვნები – ბათუმში ბავშვების კორონავირუსით დაინფიცირების ახალი წყარო გამოვლინდა

ბათუმში კორონავირუსის 5 ახალი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები იმ სატვირთო ავტომანქანის მძღოლის ოჯახის წევრები არიან, რომელიც 2 ივლისს შემოვიდა წითელი ხიდიდან და 3 ივლისს ერთი დღით იმყოფებოდა ოჯახში.

 

9 ივლისს მას თურქეთიდან სარფის საბაჟოზე შემოსვლისას ჩაუტარდა ტესტირება და აღმოჩნდა კოვიდდადებითი და გადაყვანილია რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. ინფიცირებულია მძღოლის დედა, მეუღლე და ორი არასრულწლოვანი ბავშვი, 4 წლის და ერთ წლამდე ასაკის.

 

ინფიცირებულებიდან 4 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ერთი ბათუმის კლინიკურ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

 

„აღრიცხული იქნა 18 ახალი კონტაქტი. ყველასთან მიმართებაში ჩატარდა PCR დიაგნოსტიკა და მათ შორის გამოვლინდა ეს ხუთი დადასტურებული შემთხვევა. სხვა დამატებითი ოჯახებიდან დადასტურებული შემთხვევები ჯერჯერიბით არ გვაქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა ველოდებით კონტაქტირებულთა რაოდენობის ზრდას. დამატებით მიმდინარეობს მაქსიმალურად ყველა კონტაქტის მოძიება და აღრიცხვა, ყველასთან მიმართებაში დამყარებულია იზოლაციის წესების მკაცრი მოთხოვნა, რომელსაც აკონტროლებს როგორც ჯანდაცვუს, ასევე შესაბამისი უფლებამოსილი უწყება”- განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time

X