11:53 | 2021-09-18 ავტორი: Prime Time

10-11 წლის ვიყავი, როცა ნასვამმა მამაჩემმა ჩემთან დაძინება გადაწყვიტა… – შემზარავი ისტორია

10-11 წლის ვიყავი, როცა ნასვამმა მამაჩემმა ჩემთან დაძინება გადაწყვიტა… – შემზარავი ისტორია

პროექტის „დამიცავი, პატარა ვარ“ ფარგლებში, სოციალურ ქსელში მორიგი ისტორია ქვეყნებს. ამბავი ეხება 11 წლის ბავშვს, რომელზე მამა სექსუალურად ძალადობდა. 

 

გთავაზობთ ისტორიას (სტილი დაცულია)

 

„გამარჯობა. ახლა უკვე დიდი ვარ და ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ჩემ ბავშვობას სხვებსაც გავუზიარებ. პირველ რიგში მინდა, რომ ეს ისტორია მშობლებმა წაიკითხოთ!

 

დაახლოებით 10-11 წლის ვიყავი, როდესაც ნასვამმა მამაჩემმა ჩემთან დაძინება გადაწყვიტა, უფრო სწორი იქნება, თუკი ვიტყვი, რომ დედამ თავი აარიდა მას და იძულებული გახადა, ჩემ გვერდით დაეძინა.

 

თავდაპირველად ვიგრძენი ხელის შეხება ტანზე, შემდეგ მკერდთან და ბოლოს – თითქმის მთელ სხეულზე. იმდენად დიდ დისკომფორტს განვიცდიდი, ერთადერთი, რაც შემეძლო, ვთქვი, რომ მასთან ერთად დაძინება არ მსურდა, დედამ კი – მამასთან ძილი რატომ არ უნდა გინდოდესო? მოკლედ, არავინ მომისმინა.

 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ სასქესო ორგანოებში დიდი გასაჭირია - რჩევა მარინა ტოტოჩავასგან, რომელიც ბევრს დააინტერესებს
2021-09-18როგორ უნდა მიხვდეთ, რომ სასქესო ორგანოებში დიდი გასაჭირია - რჩევა მარინა ტოტოჩავასგან, რომელიც ბევრს დააინტერესებს

 

ამ ასაკში ვერც კი ვაცნობიერებდი ეს რამდენად საშინელი რამ იყო და როგორი უხერხული. როგორც იქნა გამბედაობა მოვიკრიბე და იატაკზე დავწექი, რადგან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. ამის შემდეგ, კვლავ სცადა იგივეს განმეორება, მაშინ, როდესაც მეძინა და მისი ეს ქმედება მხდიდა იძულებულს, რომ ყოველ ჯერზე ფხიზლად ვყოფილიყავი.

 

ყოველი დალევის შემდეგ, ჩემთან სიახლოვე სურდა, არც კი ერიდებოდა, ისე უტიფრად მკიდებდა ხელს მკერდზე. ამაზრზენი და ამორალურია მისი ეს ქცევა! დღემდე მეზიზღება და არ ვპატიობ. არც კი შემიძლია მივიდე და ხელი გავუწოდო, ან დაველაპარაკო, მისი სახის დანახვაც კი არ მსურს. როდესაც გავიზარდე და უკეთ გავაცნობიერე მისი ეს ქცევა, გული მწყდება, რომ ერთი ადამიანის ასეთი გულისამრევი ქცევის გამო, მე გათხოვებაზე ფიქრიც კი არ მინდა, რადგან მეშინია, ჩემ გოგონასაც იგივეს გადატანა არ მოუწიოს. თითქოს, ნდობა მაქვს დაკარგული მამრობითი სქესის ყველა წარმომადგენლისადმი, საკუთარი მამის გამო.

 

და ბოლოს, გთხოვთ, მშობლებო! ბავშვებს მოუსმინეთ, დედებო, თქვენ განსაკუთრებით, მორიდების გამო რომ ვერ გესაუბრებიან შვილები და თავის გულისტკივილს ვერ გიზიარებენ, გთხოვთ, უფრო მეგობრული და თბილი დამოკიდებულება გქონდეთ მათთან, რომ თავისუფლად შეძლონ ხმის ამოღება.

 

მამებო, თქვენ კი ნუ იქნებით ასეთი ამაზრზენი მამაკაცები, რადგან, ქალიშვილებისთვის მამა განსაკუთრებული უნდა იყოს, თქვენ ხომ ის მამაკაცი ხართ, რომლის მსგავსი ქმარიც უნდა ინატრონ თქვენმა ქალიშვილებმა! ნუ დაუმახინჯებთ ბავშვებს ფსიქიკას, ნუ შეავიწროვებთ და ნუ გაუხდით წარსულსა და მომავალს, ერთნაირად ჯოჯოხეთურს!“,- ნათქვამია ისტორიაში.

 

პროექტი  „დამიცავი, პატარა ვარ“ შექმნილია ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X