19:12 | 2020-09-24 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

10-12 დღის განმავლობაში მქონდა შეგრძნება, რომ საუნაში ვიყავი! – თაკო ჩარკვიანი 

10-12 დღის განმავლობაში მქონდა შეგრძნება, რომ საუნაში ვიყავი! – თაკო ჩარკვიანი 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, რომელიც Covid-19-ითაა ინფიცირებული, „პრაიმტაიმთან“ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

 

ჩარკვიანის თქმით, თავად, ასევე დედა და მეუღლე, რომლებიც ასევე ინფიცირებულები არიან, თავს შედარებით კარგად გრძნობენ.

 

„თავს უკეთ ვგრძნობთ, რა შედარებაა. განმეორებითი PCR-ტესტი ჯერ არ გაუკეთებიათ. 

 

სისუსტემ გაიარა, შეძლებისდაგვარად. ანალიზებიც ბევრად უკეთესია, ვნახოთ რა იქნება. ჯოჯოხეთური ვირუსი კი არის, ხალხო!

 

„ვრჩები ჯოჯოხეთში, პასუხი დადებითია“ - თეონა ცხომელიძე
2020-09-24„ვრჩები ჯოჯოხეთში, პასუხი დადებითია“ - თეონა ცხომელიძე

 

ადამიანები ღიზიანდებიან როცა ვეუბნები, რომ არ არსებობს უსიმპტომო პაციენტი. შიგნით რა ფუთფუთებს და რას აკეთებს, ეს უფალმა იცის. პნევმონიას მე გავუმკლავდი, ჩემს მეუღლესთან 78%-იანი დაბურვა იყო.

 

10-12 დღის განმავლობაში შეგრძნება მქონდა, რომ ვიყავი საუნაში, თანაც 24 საათი. 3 დღეა უკეთ ვარ. გაცლის ნატრიუმს, კალიუმს, ყველაფერს. მედიკოსები ამას ძალიან პროფესიონალურად მართავენ. გაწვდიან ვიტამინებს, რა ორგანოსაც აზიანებს, ისინი გეხმარებიან, რომ ჩააქრონ ფილტვების ანთება, მოგეხმარონ C-ვიტამინით, ჰაერის უკმარისობის შემთხვევაში – დექსამეტაზონით და ა.შ – შევსებით გეხმარებიან. უდაოდ, ეფექტურად მუშაობენ“, – ამბობს ჩარკვიანი.

 

შეგახსენებთ, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი 11 სექტემბერს დაუდასტურდა. 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X