01:52 | 2020-10-17 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

10-20 შემთხვევის გამო ეკლესიების დაკეტვას ითხოვდა, ახლა ამ მასკარადს მართავენ – ხათუნა სამნიძეს სოცქსელში დაუპირისპურდნენ

10-20 შემთხვევის გამო ეკლესიების დაკეტვას ითხოვდა, ახლა ამ მასკარადს მართავენ – ხათუნა სამნიძეს სოცქსელში დაუპირისპურდნენ

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ სოციალურ ქსელში ბათუმში გამართული აქციის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით – „აჭარა ირჩევს გაერთიანებულ ოპოზიციას! ძალა ერთობაშია“.

პოსტს და ზოგადად, ბათუმში გამართულ აქციას Facebook-ში აკრიტიკებენ.

 

„როცა კორონა დღეში 10, 20, 25 შემთხვევა იყო, ეს ქალი და მისი თანაპარტიელები წირვა-ლოცვის აკრძალვას და ეკლესიებისთვის ბოქლომების დადებას ითხოვდნენ… ახლა როცა დღეში ლამის 1000 შემთხვევა ფიქსირდება ყველაზე ცხელ წერტილში, ამ მასკარადს მართავენ და თან ამაყობენ, აგიზგიზებულ ცეცხლს ნავთს რომ ასხამენ… ეს უპასუხისმგებლო ტერორისტები!

 

მაჟორიტარ კანდიდატს მამა კორონავირუსით გარდაეცვალა და ამათმა ჯიბრზე მრავალათასიანი აქცია მოაწყვეს - ლადო ბოჟაზე
2020-10-16მაჟორიტარ კანდიდატს მამა კორონავირუსით გარდაეცვალა და ამათმა ჯიბრზე მრავალათასიანი აქცია მოაწყვეს - ლადო ბოჟაზე

 

ხალხი თუ გკიდიათ, ქვეყანა თუ გკიდიათ, თქვენი თანაპარტიელის მამის ხსოვნას მაინც ეცით პატივი, დღეს კორონათი რომ დაიღუპა.. ამიტომაც გაგცემთ ხალხი პასუხს 31 ოქტომბერს, დიახ, ხალხი და არა სექტა. დღეს ასე უმოწყალოდ რომ შეყარეთ ერთ ადგილას სხვადასხვა რეგიონიდან“, – წერს ბათუმში მცხოვრები მარინა ნადირაშვილი, რომლის ოჯახის წევრი კორონავირუსით არის ინფიცირებული.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X