
ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმიანება.
როგორც ტელეწამყვანი ამბობს, შეზღუდვების დაწესებიდან გარკვეული დრო გავიდა, თუმცა ინფიცირების რიცხვი კვლავ იზრდება.
„10 დღე გავიდა იმ ახალი შეზღუდვებიდან და მაინც 6 000 შემთხვევაა…. რას ნიშნავს ეს? ასე ვერ წავალთ კლებაში ინფიცირების, სანამ რეგულაციების უმკაცრესი კონტროლი არ განხორციელდება. ჩვენ ვერ გვყოფნის შეგნება?
მაშინ კანონის ძალამ გვაგრძნობინოს და მიგვითითოს. სამწუხაროდ, „თავის-უფალი“ ყველა სხვადასხვანაირია და ნებისმიერი თავყრილობა და ხალხმრავლობა დროებით და იძულებით უნდა შეიზღუდოს, ორი კვირით მაინც, რომ ამოისუნქოს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ყველამ და ყველაფერმა, საინტერესოა, თქვენ რაში ხედავთ სწრაფ გამოსავალს?“,- ამბობს თიკა ფაცაცია.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5 924 ადამიანი დაინფიცირდა. ამასთან დადებითობის დღიური მაჩვენებელი 12.53%-ია.
ასევე დაგაინტერესებთ:
- რატომ ხტებოდა გუშინ 4 შვილის დედა მე-19 სართულიდან? – „პრაიმტაიმმა“ სკანდალური ამბის მიზეზი გაარკვია






















