14:00 | 2021-09-17 ავტორი: Prime Time

10 მგზავრი დაშავდა ავარიის შედეგად იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე

10 მგზავრი დაშავდა ავარიის შედეგად იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე

იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე, რამდენიმე წუთის წინ მიკროავტობუსი, რომელიც ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა, გადაბრუნდა. ავარიის შედეგად 10-ზე მეტი მგზავრია დაშავებული. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

შემთხვევის შედეგად მიღებული სხვადასხვა ხარისხის დაზიანებით, მგზავრები სასწრაფო დახმარების ბრიგადებს კლინიკებში გადაჰყავთ. ნაწილს დახმარება ადგილზე გაეწია.

სხვა დეტალები ამ დროისთვის ჯერჯერობით უცნობია.

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X