
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტი 28 დღით ჩაიკეტა.
მუნიციპალიტეტში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა:
- მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა იკრძალება
- გადაადგილება იკრძალება დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის
- დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში მხოლოდ აფთიაქები, საბანკო დაწესებულებები, სასურსათო მაღაზიები და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებები იქნება ღია
- თავშეყრის ადგილებში გაკონტროლდება დისტანციის დაცვა.
- დახურულ სივრცეებში სავალდებულო იქნება ნიღბების გამოყენება და ჰიგიენა
- მესტიის მუნიციპალიტეტში მასობრივი ეპიდემიოლოგიური კვლევები ჩატარდება
- მეტიის მუნიციპალიტეტის შესასვლელებში ბლოკპოსტები განთავსდება, რომელსაც პოლიცია გააკონტროლებს
- ყველა ტურისტი, რომელიც მესტიას დატოვებს, სავალდებულო 2კვირიან კარანტინს გაივლის
- სამთავრობო უწყებების მესტიის დასახლებიდან ტურისტებს საკარანტინო ზონებში განათავსებს
- მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 2 კვირის მანძილზე იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს.























