
იცი დეე გული როგორ მტკივა ჯართს რომ აგროვებ? არ დამავიწყდება ის სიტყვები რომ მითხარი – დე, ჯართს რომ ჩავაბარებ, ჯერ წამალს გიყიდი და მერე, თუ დამრჩა პატარა ტორტსო.” – ეს სიტყვები სასოწარკვეთილ ქალს ეკუთვნის, რომელიც სოციალურ ქსელში სიდუხჭირის გამო, შვილს ბოდიშს საჯაროდ უხდის.
ის პირობას დებს, რომ სულ რაღაც 10 წლის ბიჭუნას, რომელსაც ავადმყოფი დედის მკურნალობა თავის თავზე აქვს აღებული, ცხოვრებას რამენაირად გაულამაზებს…
„პრაიმტაიმი” დედა-შვილის უმძიმეს ისტორიას გაგაცნობთ:
„ჩემო პატარა ვაჟკაცოო უკვე 3 დეკემბერია, სულ მალე, სულ მალე 10 დეკემბერს შენი დაბადების დღეა. ის დღეა, რომელზეც შეგპირდი, რომ ეს ოქროს დაბადების დღე განსაკუთრებული და ლამაზი იქნებოდა შენთვის, მაგრამ მაპატიე დეე, გთხოვ მაპატიე არ შემიძლია, ამ ერთხელაც მაპატიე…
10 წლის განმავლობაში, ყოველ 10 დეკემბერს გთხოვ პატიებას, მაგრამ გპირდები დეე ამ ერთხელაც მაპატიე და ყველაფერს ვიზამ, ეს დაკარგული წლები სულ მალე აგინაზღაურო.
დე, მართლია იზრდები, მაგრამ ჩემთვის მაინც პატარა იქნები. დეე მიყვარხარ და მეამაყები ჩემო ვაჟკაცო. ასე წყნარად რომ ხარ და გვერდით მიდგახარ… იცი დეე გული როგორ მტკივა ჯართს რომ აგროვებ? არ დამავიწყდება ის სიტყვები რომ მითხარი – დე, ჯართს რომ ჩავაბარებ, ჯერ წამალს გიყიდი და მერე, თუ დამრჩა პატარა ტორტსო.
მეამაყები დე, მიყვარხარ ასეთი ტკბილი და თბილი რომ მყავხარ. შენს გამოხედვაში შენს მზერაში ძალიან დიდ სამყაროს ვხედავ და ბედნიერებას ჩემო ანგელოზო.” – წერს დედა.






















