
„პრაიმტაიმს” საბერძნეთიდან ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ აცნობეს. 50 წლამდე ქალი ათენში მომვლელად მუშაობდა, ის სამსახურში მოულოდნელად ცუდად გახდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „პრაიმტაიმს” ემიგრანტებმა აცნობეს, თავდაპირველად მდგომარეობა საიმედო იყო, თუმცა დღეს ახლობლებს პაციენტის გარდაცვალება შეატყობინეს.
გარდაცვლილი წარმოშობით ხონის რაიონიდან გახლდათ. ის საბერძნეთში დაახლოებით 10 წლის წინ წავიდა სამუშაოდ.
„გუშინ ელაპარაკნენ გოგოები, უკეთ ვარო უთქვამს, მაგრამ დღეს ასეთი ამბავი შეგვატყობინეს. საქართველოში დაბრუნებაც ვერ შეძლო ისე წავიდა ამ ქვეყნიდან”, – ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.
ცნობილია, რომ ქართველ ქალს საავადმყოფოში ღვიძლის პრობლემით მკურნალობდნენ, თუმცა ახლობლებმა ჯერ არ იციან, რა გახდა მდგომარეობის დამძიმების მიზეზი და უკავშირდება თუ არა ეს კორონავირუსს.






















