16:27 | 2021-08-21 ავტორი: სალომე ნეფარიძე

100 000 კაცზე COVID-19-ის გავრცელებით და სიკვდილიანობით საქართველო პირველ ადგილზეა – NYT

100 000 კაცზე COVID-19-ის გავრცელებით და სიკვდილიანობით საქართველო პირველ ადგილზეა – NYT

The New York Times-ის მონაცემების მიხედვით, 100 000 მოსახლეზე საქართველო კორონავირუსის გავრცელებითა და სიკვდილიანობით პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

 

ამავე მონაცემების მიხედით, საშუალოდ საქართველოში კორონავირუსით 4 908 ადამიანი ავადდება, ხოლო დღიური სიკვდილიანობის საშუალო არის 46,9. მონაცემები ასახავს 7 დღის საშუალოს.

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი სრულად ვაქცინირებულებში გართულებების ალბათობაზე მონაცემებს აქვეყნებს
2021-08-21აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი სრულად ვაქცინირებულებში გართულებების ალბათობაზე მონაცემებს აქვეყნებს

 

21 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 46 595 ტესტი და დადასტურდა 4 901 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 586 პაციენტი.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 510 941 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 6 723 და გამოჯანმრთელდა 442 956 პირი.

 

ახეთ აუცილებლად საკითხავი ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X