23:02 | 2021-09-29 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

100 ათასი დოლარი მომიტანეს ტაძრისთვის, მაგრამ არ გამოვართვი, რადგან სისხლიანი ფული იყო – მამა შალვა კეკელია

100 ათასი დოლარი მომიტანეს ტაძრისთვის, მაგრამ არ გამოვართვი, რადგან სისხლიანი ფული იყო – მამა შალვა კეკელია

ვაკეში მდებარე მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია, ქვეყანაში უკონტროლოდ მიშვებული აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქციებს აანონსებს და პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის დაყენებას აპირებს, რის მიხედვითაც ონლაინთამაშები უნდა აიკრძალოს.

ცნობილია ახალგაზრდების ვინაობა, რომლებიც ბათუმში ტრაილერისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახებისას დაიღუპნენ
2021-09-29ცნობილია ახალგაზრდების ვინაობა, რომლებიც ბათუმში ტრაილერისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახებისას დაიღუპნენ

სასულიერო პირი ამბობს, რომ ქვეყანაში აზარტული თამაშებით გაუბედურებული უამრავი ოჯახი და სუიციდის მსხვერპლია.

 

სასულიერო პირი ჟურნალ სარკესთან ასეთ ისტორიას იხსენებ…

 

„ერთი ადამიანი, რომელსაც ასეთი ონლაინსაიტი ჰქონდა, გრძნობდა, რომ ცუდ საქმეს აკეთებდა და ბავშვთა სახლებს ეხმარებოდა, მეგობრებისთვის ბინებს ყიდულობდა, ხალხს ეხმარებოდა, რომ ვითომ სინდისი გაემართლებინა და ვითომ მართალი ყოფილიყო საკუთარ თავთან. ვიღაცისთვის კი ყიდულობდა ბინას, მაგრამ ეს იმის ფული იყო, ვინც სახლი გაყიდა, 5 შვილით ქუჩაში დარჩა და მერე თავი ჩამოიხრჩო.

 

ერთმა 100 000 დოლარი მოიგო და მე მომიტანა, შესაწირის გაღება უნდოდა ტაძრის მშენებლობისათვის. არ გამოვართვი. როგორ ავიღებდი, როცა ვიცოდი, რასაც აკეთებდა და შეიძლება იმ ფულის გამო ვიღაცამ თავი მოიკლა.“ – ამბობს მამა შალვა კეკელია.

 

დაგაინტერესებთ სხვა საინტერესო სიხალეები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X