
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოდის ინიციატივით, ყოველ ახლადაცრილ მოქალაქეს 100 დოლარი გადაუხადონ. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ბაიდენმა ადგილობრივ მთავრობებს მოუწოდა განიხილონ ეს ინიციატივა და რაც შეიძლება დაჩქარებულ დროში.
პრეზიდენტის ეს ინიციატივა ვაქცინაციის პროცესის წახალისებისკენაა მიმართული.
ხაზინის განცხადებით, შესაბამისი სახსრების გამოყოფა შტატების, ადგილობრივი და ტერიტორიული მთავრობებისთვის ამერიკის გადარჩენის გეგმის აქტით გათვალისწინებული 350 მილიარდი აშშ დოლარის ფარგლებში იგეგმება.























