13:02 | 2021-11-24 ავტორი: Prime Time

100-მდე სიმპტომი, რომელსაც კორონავირუსი ტოვებს და დიდხანს გრძელდება – რატომ არის ეს ბავშვებში საშიში

100-მდე სიმპტომი, რომელსაც კორონავირუსი ტოვებს და დიდხანს გრძელდება – რატომ არის ეს ბავშვებში საშიში

კოვიდსტატისტიკა საქართველოში საგანგაშო ნიშნულზეა. მეოთხე ტალღის დასრულებამდე სპეციალისტები უკვე მეხუთე ტალღაზე ალაპარაკდნენ.  სასწავლო დაწესებულებები პერიოდულად დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ ფუნქციონირებას, რადგან ოფიციალური მონაცემებით, ბავშვებში ინფიცირების შემთხვევები დღითი დღე მზარდია.

 

რატომ არის კორონავირუსი საშიში ბავშვებში – ამას იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე განმარტავს.

2021-11-24"ტელევიზიიდან რომ გამოვედი, ვნახე, რომ მის ავტომობილს საბურავი ჰქონდა დაშვებული" - ვის დაეხმარა ლევან ყოჩიაშვილი

 

„პირველი – თუ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, არის თუ არ კორონავირუსი ბავშვებში ყველა შემთხვევაში მსუბუქი მიმდინარეობის, კატეგორიულად ვამბობ, არა, რადგან 100 შემთხვევიდან 9 არის იმდენად მძიმე, რომ 9 ბავშვს საავადმყოფოში მოთავსება სჭირდება. კორონავირუსი აღარ განიხილება, როგორც ბავშვებისთვის უსიმპტომო დაავადება 9 ბავშვის ჰოსპიტალიზაცია ნიშნავს იმას, რომ ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და დიდ რისკებზე მიუთითებს.

 

მეორე საკითხი – ვირუსი ბავშვებში, სამწუხაროდ, არა მარტო ჰოსპიტალიზაციით, შესაძლოა, ლეტალური გამოსავლითაც დამთავრდეს. შარშან კორონავირუსით ერთი ბავშვი გარდაგვეცვალა, ახლა კი, საუბედუროდ, შვიდია გარდაცვლილი. „დელტა“ ვარიანტმა სიკვდილობის მაჩვენებელიც გაზარდა. ასე რომ, ვაქცინაცია გვაშორებს ლეტალური გამოსავლის რისკსაც.

 

დაგაინტერესებთ: ექსპერიმენტულმა საღეჭმა რეზინმა კორონავირუსი, შესაძლოა, 95%-ით შეაჩეროს – გიორგი ფხაკაძე

 

მესამე – არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კორონავირუსს აქვს ერთი უნიკალური თვისება, მისი სიმპტომები შეიძლება ძალიან დიდხანს გახანგრძლივდეს, ამას ვეძახით ხანგრძლივ კოვიდს, რომლის დროსაც კორონავირუსი, თუნდაც მსუბუქი ფაზის გადატანიდან ანუ უსიმპტომო ფორმიდან შესაძლებელია, 6 – 8 თვის განმავლობაში დარჩეს.

 

ბევრი სიმპტომი შეიძლება ჰქონდეს ბავშვს, რომელიც მისი ცხოვრების ხარისხს მკვეთრად აუარესებს. ძირითადად, ესენია: მახსოვრობის პრობლემები, დეპრესია, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ტემპერატურა, ხველა, სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტე, მუცლის ტკივილი და ა.შ. 100-მდე სიმპტომია, რომელსაც კორონავირუსი ტოვებს, და ეს სიმპტომები ძალიან ხანგრძლივად გრძელდება. სამწუხაროდ, მათ წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი სამედიცინო საშუალება ჯერ არ არსებობს, ეს არის მესამე ნეგატივი – ხანგრძლივი კოვიდის შესაძლებლობა კორონავირუსის გადატანის შემდეგ.

 

მეოთხე – ბავშვებს აქვთ კორონავირუსის გადატანის უნარი, მაგრამ ვირუსს გადასცენ უფროსებს. ახლა სკოლები და ბაღები მინიმალური ოდენობით მუშაობს, ბავშვების კონტაქტი თანტოლებთან ნაკლებია, ძირითადად, არიან ოჯახის წევრებთან, რასაც საყოფაცხოვრებო კონტაქტებს ვეძახით“, – აცხადებს ჩხაიძე „mshoblebi.ge“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X