
104 წლის იტალიელმა ქალმა ახალი კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას wantedinmilan ავრცელებს.
ადა ზანუსო ორ მსოფლიო ომსა და კორონავირუსს გადაურჩა.
104 წლის ადა ზანოსუ იტალიის ჩრდილოეთით, ლესონაში, მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. მისი გამოჯანმრთელების ისტორია აღსანიშნავია, რადგან ამ თავშესაფრიდან 20 ადამიანი სწორედ კორონავირუსს ემსხვერპლა.
ადა 1916 წელს დაიბადა. მარტის შუა რიცხვებში მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ვირუსის გამო ოჯახს მისი მონახულება არ შეეძლო.
ახლა ის თავს კარგად გრძობს და თავის ოჯახსაც მალე იხილავს.
„ის უკვე ლოგინიდანაც ადგა და სავარძელში ზის. მას ამ დროის განმავლობაში არც გონება და არც ინტელექტი არ დაუკარგავს. მისი გამოჯანმრთელება ყველასთის ძალიან სასიხარულო ამბავია“,- ამბობს ადას ექიმი.
ასევე დაგაინტერესებთ:























