
მეორე მსოფლიო ომის 104 წლის ვეტერანი თავის დაბადების დღეზე კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
უილიამ ლეპშისი კორონავირუსით ამერიკულ შტატ ორეგონში, ვეტერანთა სახლში დაინფიცირდა. სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, ის იზოლაციაში მოაქციეს. ზუსტად ერთ თვეში მამაკაცი კოვიდ-19-სგან განიკურნა, ეს კი ექიმებმა მას 1-ელ აპრილს უთხრეს, როდესაც ვეტერანს 104 წელი შეუსრულდა.
ლეპშისმა ესპანური გრიპი, დიდი დეპრესია, პირველი და მეორე მსოფლიო და ცივი ომიც გადაიტანა. „მე ეს შევძელი“ – განაცხადა ვეტერანმა, რომელიც ამჟამად ისევ იმყოფება იზოლაციაში და მისი ახლობლები კი შორიდან პლაკატებით ამხნევებენ.
ამავე თემაზე ნახეთ:
























