
11 მაისიდან სრუალდ გაიხსნება მიმოსვლა თბილისში. ქალაქში შემოსვლა და გასვლა დაშვებული იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
ასევე, პრემიერის თქმით, 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში.
„რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკომენდანტო საათი იქნება გუაქმებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეტაპობრივ გახსნას აქვს თავისი მიზეზი და მიზანი, რომელსაც მოგვიანებით მოგახსენებთ“,- აღნიშნა პრემიერმა.






















