11:48 | 2021-02-28 ავტორი: Prime Time

11 წლის გოგონამ სახლში, კარანტინში მყოფი დედ-მამა გარდაცვლილი იპოვა (აშშ)

11 წლის გოგონამ სახლში, კარანტინში მყოფი დედ-მამა გარდაცვლილი იპოვა (აშშ)

აშშ-ში 11 წლის გოგონამ სახლში, კარანტინში მყოფი დედ-მამა გარდაცვლილი იპოვა. ისინი კოვიდინფიცირების გამო კარანტინში იყვნენ გადასულები. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

 

სკოტსა და ერიკას კორონავირუსი თებერვლის დასაწყისში დაუდასტურდათ. როგორც მეზობელმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, ერიკა გართულებების გამო ცოტახნით საავადმყოფოშიც იყო გადაყვანილი.

 

„ექიმებს ეგონათ, რომ მას ინსულტი ჰქონდა და საავადმყოფოში წაიყვანეს, იგი კოვიდზე დადებითი აღმოჩნდა, თუმცა იგი უკან სახლში დააბრუნეს და უთხრეს, რომ კარანტინში ყოფილიყო. იმ დროისთვის უკვე კოვიდინფიცირებული იყო მისი მეუღლეც“,- ყვება მეზობელი.

 

გარდაცვლილი ქალი სახრჩობელაზე მაინც ჩამოკიდეს - უცხოური მედია
2021-02-27გარდაცვლილი ქალი სახრჩობელაზე მაინც ჩამოკიდეს - უცხოური მედია

 

„ისინი საუკეთესო ადამიანები იყვნენ. ჩვენ ვლოცულობთ გოგონასა და მათი ოჯახისთვის“,- ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

 

ბავშვმა გარდაცვლილი მშობლები 18 თებერვალს აღმოაჩინა.  ჯერჯერობით გარდაცვალების სხვა მიზეზი, კოვიდის გარდა არ სახელდება.

ავტორი: Prime Time

X